აჭარული ხაჭაპური BBC ყურადღების ცენტრში

11/06/2020

Published
by მედეა

Share

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მას მსოფლიოში უმსხვილესმა  ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-იმ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

"ხაჭაპური, გემრიელი, მიმზიდველი, ყველით სავსე პურია. საქართველოში მის მომზადებლებს სჯერათ, რომ ამ კერძს მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ქმნიან“.

სტატიის ავტორია David Farley, რომელიც ამბობს, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად მან თავად დააგემოვნა აჭარული ხაჭაპური სურამთან,  რიკოთის უღელტეხილზე მდებარე  რესტორანში. ხაჭაპურმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. 

საქართველო არის  კავკასიური ქვეყანა, რომელიც სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან და თურქეთთან საზღვრებს იზიარებს.  ის აღნიშნავს, რომ თუ ცუდი განწყობით ხართ, არ უნდა შეეხოთ ცომს, რომლისგანაც ხაჭაპური მზადდება.
როგორც დეივიდი ყვება, მან გაიცნო ქართველი ქალბატონი, რომელიც  ამ შესანიშნავ კერძს ამზადებდა, სწორედ ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ გემრიელ  ხაჭაპურს მართლაც ბედნიერი ადამიანები ამზადებენ.

თუ ხაჭაპური ბედნიერი ხალხის მიერ არის დამზადებული, ის მომხმარებელს ძალიან იზიდავს. ეს არის სრულყოფილი კომფორტული საკვები.

Source